თაკო ნაცვლიშვილი მილანის მოდის კვირეულზე

კითხვის დრო: 1 წთ.

თაკო ნაცვლიშვილი მილანის მოდის კვირეულზემოდელი თაკო ნაცვლიშვილი წარმატებით აგრძელებს მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში მოღვაწეობას.

ქართველმა ლამაზმანმა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ახალი სეზონი საერთაშორისო პოდიუმზე და მონაწილეობა მიიღო მილანის მოდის კვირეულში.

თაკო მილანში Genny-ს გაზაფხული/ზაფხული 2016-ის კოლექციის ჩვენებაზე ორი ლუქით წარსდგა.

მოდელმა, რომელიც დონატელა ვერსაჩეს ფავორიტია, უკვე მიიღო მონაწილეობა პარიზის მოდის კვირეულში, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების კოლექციების ჩვენებებში და მოდის კრიტიკოსებისა და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

Artinfo.ge