სვანეთი იტალიური მედიის ფოკუსში

კითხვის დრო: 1 წთ.

სვანეთი იტალიური მედიის ფოკუსშისაქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ევროპული გამოცემები და ტელევიზიები სტატიებს და სიუჟეტებს უძღვნიან ჩვენს ქვეყანას და თანამემამულეებს საოცარი ადგილების გასაცნობად ეპატიჟებიან.

ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე – სვანეთი იტალიური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

იტალიური გამოცემა “ლა სტამპა” სვანეთს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის და იმ ღირსშესანიშნაობებზე დეტალურად საუბრობს, რომელთა ნახვაც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეშია შესაძლებელი.

,,სვანეთი, ოქროს საწმისი: სხვა კავკასია” – ასე ეწოდება სტატიას, რომელსაც თან ერთვის სვანეთის ულამაზესი ხედების, სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების და უძველესი ტაძრების ფრესკების ფოტოები.

Artinfo.ge