
ისტორიის ფურცლები:
რეპორტაჟი ნათლობის რიტუალით იწყება ზემო სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში. CNN-ის ჟურნალისტი მაყურებელს მამა გიორგი ჩართოლანს აცნობს. სიუჟეტში წარმოდგენილია უძველესი ტრადიციები, პოლიფონიური მუსიკა, სვანური კოშკები და ბუნება. უშგულის მოსახლეობისა და ადგილობრივების ტრადიციების შესახებ კი საქართველოში მცხოვრები ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი საუბრობს, რომელიც სვანეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეა.

