ანსამბლი სუხიშვილები ათეული წლებია მთელ მსოფლიოში ქართული ცეკვის პოპულარიზაციას ეწევა. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის საქმეს დღესაც უდიდესი წარმატებით აგრძელებენ მათი შვილიშვილები ილიკო სუხიშვილი უმცროსი და ნინო სუხიშვილი.
ისტორიის ფურცლები:
სუხიშვილებს რეჟისორი რეზო შატაკიშვილი დედამიწაზე საქართველოს საამაყო ელჩებს უწოდებს:
“სუხიშვილები” საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე წარმატებული და საამაყო ელჩი მთელი დედამიწის ზურგზე. დარჩება ელჩად, რომელსაც არ ეხება როტაცია.”

