საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში ლონდონში, ჰიბერნია უორფზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურული პროგრამა.
ისტორიის ფურცლები:
კონცერტს გამართავს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შვიდკაცა“.
ქართული კულტურული პროგრამის ეგიდით მოეწყობა ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების „ქართული სუვენირების“ გამოფენა და წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო.
