– სამარცხვინო უპატივცემულობა უნიკალური მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კულტურისა, შეგნებულად არ ვწერ რომელი ტაძარია, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და საქართველოს ერთ-ერთი ეკლესიის ფოტოს ავრცელებს:
“ფრესკებზე მილურსმული ხატები. სამარცხვინო უპატივცემულობა უნიკალური მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კულტურისა.
ისტორიის ფურცლები:
შეგნებულად არ ვწერ რომელი ტაძარია, არც ის ვიცი ახლა ისევ ასეა, თუ გამოსწორდა შეცდომა. ფოტო წინა წლებისაა და ინტერნეტიდანაა. სამწუხაროდ, ამგვარ ვანდალიზმს სხვაგანაც ბევრგან შევხვედრივარ.
“SOS!!! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.”
