
“მალე შეწყვეტს ჭალის აბაშიძეების ეკლესიის ფრესკები არსებობას. გაქრება ფრესკები, სადაც გამოსახულია XVI საუკუნის საერო პირები, თავიანთი საერო სამოსებით. მსგავსი ფრესკებით ქართველები განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. ეს ტაძარი ჩვენი საზღვრების მიღმა რომ იყოს, ბევრი იგლოვებდა დღეს, მაგრამ რადგან აქვეა და საქართველოშია, მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ იცის.
საერო პირის ეს ფრესკა მალე განადგურდება და ორიგინალში ვეღარ ვიხილავთ XVI საუკუნის ეპოქის ქართველთა ჩაცმულობის უნიკალურ ნიმუშებს.
დაზიანება სხვა ფრესკებს უფრო დიდი აქვთ. ნალესობა დაშორებულია კედლებს და დანესტილია,” – წერს Guram Graphy.



