სოფო ტოროშელიძე დედა გახდება

კითხვის დრო: 1 წთ.

სოფო ტოროშელიძე დედა გახდებამომღერალი და ჯგუფ “ელდრაინის” სოლისტი სოფო ტოროშელიძე ორ თვეში დედა გახდება. მისი პატარა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოევლინება ამქვეყანას.

სოფო ტოროშელიძე და დიტო კვინტრაძე უკვე მეოთხე წელია ცოლ-ქმარი არიან. მათ აქამდე არ უნდოდათ ბავშვის ყოლა, რადგან ასეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყვნენ:

“პატარას მაისის ბოლოს, ივნისის პირველ რიცხვებში ველოდებით. ის ჩვენთვის პირველი შვილია. მე და დიტო მეოთხე წელია დაქორწინებულები ვართ და სამი წელი შეგნებულად არ ვგეგმავდით ბავშვს, რადგან ამ პასუხისმგებლობისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით.”

Artinfo.ge