
“რუსთავი 2”-ის მუსიკალური ხელმძღვანელი მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს მთელი დღის განმავლობაში იღებს.
ისტორიის ფურცლები:
სოფო ტოროშელიძე და დიმიტრი კვინტრაძე 4 წელია ცოლ-ქმარი არიან. მომღერლის თქმით, აქამდე წყვილს შვილის ყოლა არ სურდა, რადგან ასეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყვნენ.
ამჯერად სოფო და დიმიტრი თავისი პირველი ვაჟკაცით ტკბებიან, რომელიც ამქვეყანას 28 მაისს მოევლინა.

