ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ვანდალების სამიზნე გახდა.
ხელოვანის სახელის უკვდავსაყოფად თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე, სიონის სკვერში მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი ნამუშევარი დადგა.
ისტორიის ფურცლები:
ლევან ვარდოსანიძემ მსახიობის ყველაზე ცნობილი 4 როლი გამოაქანდაკა და სოფიკო ჭიაურელის ხსოვნის უკვდავსაყოფად სიონის სკვერში განათავსა. სამწუხაროდ, ოთხიდან ორი ქანდაკება წლების წინ მოიპარეს, ახლა კი ლევან ვარდოსანიძის ნამუშევარი უცნობმა პირებმა დააზიანეს.

