სოფი სააკაშვილმა ,,სლავიანსკი ბაზარზე” გაიმარჯვა

კითხვის დრო: 1 წთ.

სოფი სააკაშვილმა ,,სლავიანსკი ბაზარზე” გაიმარჯვაქართველი მომღერალი სოფი სააკაშვილი ბელორუსის ქალაქ ვიტებსკში გამართული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. “სლავიანსკი ბაზარი” წელს უკვე 24-ედ ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობდა.

ორი რთული და დაძაბული საკონკურსო ტურის შემდეგ, ქართველი მომღერალი ქულების რაოდენობით გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა. მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ისტორიის ფურცლები:

ინფორმაცია ამის შესახებ სოფი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“დღეს დაჯილდოვებაა. მესამე ადგილი ავიღეთ და მიხარია, რომ საპრიზოში მოვხვდით და 21 ქვეყნიდან სამეულში ვართ! გილოცავთ!

პ.ს. მეტი მინდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, მადლობა! მიყვარხართ! საქართველო!”

Artinfo.ge