“სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელია

კითხვის დრო: 1 წთ.

“სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელიარუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ისევ გრანპრის მფლობელია. ფილმმა ორი დღის წინ მთავარი ჯილდო დაიმსახურა ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ამჯერად რუსუდან გლურჯიძის ფილმმა ერთდროულად ორი პრიზი მოიპოვა – გრანპრი Eurasia International Film Festival-ზე და ნეტპაკის პრიზი (Network for the Promotion of Asian Cinema).

NETPAC საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციაა, რომელიც კინემატოგრაფისტებს, კინოკრიტიკოსებს და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს აერთიანებს.

Artinfo.ge