
მაია მელაძე:
“ნამდვილად გაოცებული ვარ. ნუთუ ასე შეეშინდათ ეჩვენებინათ მორის მელაძის ნამღერი – რა პასუხს გაგვცემთ – 4 კვირაა ველოდებით და არაფერი, თითქოს არც უმღერია და თქვენ არ შეგიფასებიათ. საუკეთესოდ იმღერა და შეფასებებიც ძალიან კარგი ჰქონდა, მაგრამ ეტყობა თქვენ მეგობარ კონკურსანტებს ჩრდილავდა და ამიტომ გადაწყვიტეთ იგნორი გაგეკეთებინათ, რომ როგორმე გაგემართლებინათ თქვენი გადაწყვეტილება სკამების ტურში.
სირცხვილი თქვენ! იმან მიიღოს ეს საყვედური, ვისაც ეკუთვნის. ეს კონკურსია და არა ცირკი – ყრუები გვაჩვენეთ, კარგი ნამღერი საერთოდ ამოიღეთ.
აი, ესაა საქართველოს კონკურსები, ადამიანებთან დამოკიდებულება. ეხლა გავაზიარებ მორისის ნამღერს რომელიც იქს ფაქტორმა არ აჩვენა.”

