გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის მეორე ფილმი “სიმინდის კუნძული” დააჯილდოვეს. “ოსკარის” ნომინანტი ფილმი 30-ზე მეტი ჯილდოს მფლობელია. ამჯერად ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საერთაშორისო კინოფესტივალში Festival international du cinéma d’auteur de Rabat მონაწილეობდა, რომელიც მაროკოში გაიმართა. რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალი მაროკოში 1994 წლიდან ტარდება.
ისტორიის ფურცლები:
“სიმინდის კუნძული” რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. ფილმს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.
დაჯილდოვების ცერემონიალს “სიმინდის კუნძულის” რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მარიამ ბუთურიშვილი ესწრებოდნენ.
