
რწმენა გადაგვარჩენს ისევ! – ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი გზავნილი, რომელსაც ისინი მსმენელს უგზავნიან.
სიმღერას “მცხეთა” ეწოდება და მას თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი და დავით არჩვაძე ასრულებენ.
ისტორიის ფურცლები:
სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა, ლექსის ავტორი – პეტრე კოლხი, არანჟირების ავტორი – დავით უგრეხელიძე.
თამრიკო ჭოხონელიძის ახალი სიმღერა ბრავო რეკორდსშია ჩაწერილი. ვიდეორგოლი კი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია გადაღებული.

