
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სიღნაღში გადაღებულ ფოტეობს ავრცელებს და აცხადებს, რომ ქალაქი მისახედია.
გოგა ჩანადირი:
“სიღნაღი – ერთ-ერთი ტურისტული ქალაქი თვალსა და ხელს შორის უბედურდება.
ინგრევა აივნები, ფასადები და აივნები საღებავისგან იქერცლება. უკუსვლას ბევრ რამეში აღმოაჩენთ.
კიდევ ერთი ცუდი ის არის, რომ ბევრგან უგულებელყოფილია სახელმწიფო ენა.
ამ პატარა ქალაქის მოვლა რთული არ ჩანს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობას არ აინტერესებს, ან ფული გამოიყოფა და მიზანმიმართულად არ იხარჯება.
ისტორიის ფურცლები:
სიღნაღი მისახედია.”






