შვეიცარიის უმაღლესი ჯილდო ანა ონიანს

კითხვის დრო: 1 წთ.

Ana onianპლასიდო დომინგოს რჩეულმა ქართველმა სოპრანომ ანა ონიანმა შვეიცარიის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ვერბიეს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მომღერალს უმაღლესი ჯილდო — 2026 წლის Prix Yves Paternot — გადაეცა. ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდო ანამ ვერდის ოპერა „ტრავიატაში“ ვიოლეტას პარტიის შესრულებისთვის მიიღო.

ანა ონიანს მარია კალასს ადარებენ. მის გამოსვლას კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა ახალი სუპერვარსკვლავის დაბადება უწოდეს.