“ღამის შოუს სტუდიის” სერიალი “შუა ქალაქში”, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში, დაიხურა.
ირაკლი და მარიკა ჩხეიძეები, დათო ალექსიძე, დები ღლონტები, ლაშიკო, ვახო, ანანო, სანდრო და სერიალის სხვა პერსონაჟები მაყურებელს სამუდამოდ დაემშვიდობნენ.
ისტორიის ფურცლები:
ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ გაავრცელა:
“ფანატიურად არავინ და არაფერი შეიყვაროთ.!!! დასასრული უფრო მარტივი, შეგნებული და გააზრებული იქნება.!!! მშვიდობით “შუა ქალაქში”. 23.09.2007.— 21.03.2017. საწყენია მოულოდნელად 10 წლის შრომა რომ მთავრდება.”
