პოეტი შოთა იათაშვილი პოლონეთში დააჯილდოვეს. ქართველმა შემოქმედმა რენესანსის პერიოდის პოეტის კლემენს იანიცკის პრემია მიიღო.
შოთა იათაშვილი:
“პრეზენტაციაზე პოლონელებმა წიგნისათვის მოულოდნელად პრემიაც გადმომცეს. ეს კლემენს იანიცკი, ვისი სახელობისაცაა პრემია, რენესანსის პერიოდის პოეტი ყოფილა და ლათინურად წერდა თურმე.
ისტორიის ფურცლები:
რომის პაპს გადაუცია მისთვის მედალი და სემუელ კოლრიჯს მიაჩნდა, რომ ლათინურ ენაზე მთხზველ პოეტებს შორის ის ყველაზე ძლიერი იყო.
მოკლედ, ასე დამთავრდა ჩემი იტალიურ-პოლონური ტური.”

