შიდა ქართლის ბიბლიოთეკებს წიგნები აჩუქეს

კითხვის დრო: 1 წთ.

შიდა ქართლის ბიბლიოთეკებს წიგნები აჩუქესსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიცატივით, სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები და კატალოგები შიდა ქართლის რეგიონის ყველა ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცა.

ისტორიის ფურცლები:

გორში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს შეხვდა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები, კატალოგები და დისკები გადასცა.

როგორც გაირკვა, კულტურის სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიბლიოთეკებს მის მიერ გამოცემული წიგნებით ეტაპობრივად მოამარაგებს.

Artinfo.ge