
საბალეტო დასის ხელმძღვანელი სხვადასხვა ბალეტებში ცეკვავს და მისი შემოქმედების მოყვარულებს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ როცა შენი საქმე ყველაზე მეტად გიყვარს, აუცილებლად ბედნიერი იქნები და სხვასაც გააბედნიერებ.
ისტორიის ფურცლები:
ნინო ანანიაშვილმა ბერ შევას არტ ცენტრში პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში “გედების ტბა” იცეკვა. მომაკვდავი გედის ულამაზესმა შესრულებამ დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დატოვა. ქართველმა პრიმა ბალერინამ ხანგრძლივი ოვაციები და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

