სამწუხაროდ, მომღერალ ოთო ნემსაძის წინააღმდეგ ათასგვარი ცუდი ჭორი და სიბინძურე ვრცელდება. ბარბარე უნდილაშვილი მოუწოდებს “საზოგადოებას”, რომ შეწყვიტონ ასეთი ქმედება და ღირსეულად დაელოდონ “საქართველოს ვარსკვლავის” ფინალს:
ბარბარე უნდილაშვილი:
“ვწუხვარ იმაზე, რაც დღეს ხდება საქართველოში. ეს საშინელი და აუტანელი ამბავია. ოთო ნემსაძე ქართველი ვაჟკაცი და საუკეთესო ხელოვანია. მომღერალი, რომელსაც არაფერი აქვს ხელოვნური – არც ხმა, არც ნიჭი და არც სოციალური მდგომარეობითაა გაფუფუნებული განსხვავებით ბევრისგან. ის მშრომელი, სიმღერის მოყვარული და სამშობლოს მოყვარული ადამიანია. ის საქართველოს მომავალი თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სიტყვა უნდა თქვას.
ოთოს მოწოდება მხოლოდ ჯანსაღი და სუფთაა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოთო ღირსეულად წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე და არა მარტო. ამ წერილის გამოქვეყნება გადამაწყვეტინა იმ საშინელმა ჭორებმა, რაზეც ოთო წუხს. ეს მოცლილი, გაუნათლებელი, ერთუჯრედიანი, უორიენტაციო თუ არ ვიცი მდაბიო ადამიანების ჯგუფი აგორებს ძალიან ცუდ ჭორებს. ვწუხვარ, ვწუხვარ, რომ მათ ამის საშუალება ასე ღიად ეძლევათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო მიხვდება რაშიცაა საქმე.
კონკურსი უნდა იყოს ჯანსაღი. ოთო არის ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი და ის თამამად იტყვის ბოლომდე თავის სიტყვას. ვინც მე მიცნობს, მიხვდება რომ ეს ფუჭი სიტყვები არ არის. ოთო შენ კი მოგმართავ და გეტყვი: მართალია პირველივე ტურიდან არ ვიყავი ჩართული პროექტში, მაგრამ ახლა ბოლომდე შენს გვერდით ვარ.
ღმერთი იყოს შენი მფარველი. დედაღვთისმშობელს ებარებოდე. წარმატება შენია და არა აქვს მნიშვნელობა, სად იდგები. სადაც არ უნდა იდგე და იმღერო, დარწმუნებული ვარ, ეს ქართველი ვაჟკაცის ნათქვამი სიტყვა იქნება. სიტყვა, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ერს.
იხარე და იმრავლე. გისურვებ უამრავ წარმატებას ზუსტად ისეთს, როგორი სუფთაც ხარ. დანარჩენ უორიენტაციო “საზოგადოებას” კი მოვუწოდებ – შეწყვიტეთ ეს სიბინძურე! ოთოს თქვენი არ ეშინია, არც შურს და, პირიქით, ყველას წარმატება უხარია, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცია, უპირველეს ყოვლისა.”
