“შემოდიოდა ჩვენში კალანდა…” – ასე ჰქვია ანა კალანდაძის ლექსს, რომელიც საახალწლო დღესასწაულს განსაკუთრებულად უხდება:
“და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს…
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია…
ისტორიის ფურცლები:
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა…
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა…
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან…
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…”
