მუსიკოსი და მწერალი გელა ჩარკვიანი თხოვნით მიმართავს ქართველ ფილოლოგებსა და მწერლებს:
“ქართველ ფილოლოგებსა და მწერლებს მივმართავ თხოვნით: გადაგვარჩინეთ, გამოუძებნეთ სინონიმი სიტყვა „მნიშვნელოვანს“. დავიღალე, აღარ შემიძლია მისი დღეში ათასჯერ გაგონება.
ისტორიის ფურცლები:
მე თვითონ მის გამოყენებას ვერიდები და დიდძალ დროს ვხარჯავ, როგორმე გვერდი რომ ავუარო.
გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ ჩემს წუხილს. ეს ძალიან მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ა.”
