რუსთველოლოგ შალვა ნუცუბიძის ცხოვრებიდან ერთ-ერთი ორიგინალური ისტორია დავით თურქაძემ გაიხსენა:
“მოსკოვში, 1945 წელს, როცა ომი ახალი დამთავრებული იყო, ნუცუბიძეს სვეტებიან დარბაზში, სადაც ათიათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, სიტყვით გამოსვლა სთხოვეს.
გაიხსენეთ:
მივიდა მიკროფონთან და რამდენჯერმე დააკაკუნა, რათა უზარმაზარი ფუსფუსი და ხმაური შეეჩერებინა, ყურადღება – ნული. მაშინ მან მიკროფონში მთელი ხმით ჩასძახა:
– ძირს სტალინი! ძირს საბჭოთა ხელისუფლება! – დარბაზი გაისუსა და მან პაუზის შემდეგ მიაყოლა, – გაიძახოდა პირსისხლიანი ჰიტლერი!
და გამოსვლა გააგრძელა…”
