ცნობილი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ბრიტანულმა გამოცემამ Varsity საუკეთესო რეჟისორად დაასახელა.
გამოცემამ მოამზადა სტატია, სადაც საუბარია ულამაზეს ფილმებზე, რომელთა სიუჟეტებიც არა მარტო უბრალო კადრებია ფილმებიდან, არამედ ვიზუალურ პოეზიას უტოლდება.
ისტორიის ფურცლები:
წერილში სერგო ფარაჯანოვი ლირიული კინოს ფუძემდებლად არის დასახელებული. რეჟისორის მიერ სოციალური რეალიზმის უარყოფამ გამოიწვია ის, რომ სერგო ფარაჯანოვის ფილმები აკრძალეს.
ჟურნალისტი არ მალავს, რომ რეჟისორის შემოქმედებიდან ორი ფილმი ყველაზე გამორჩეულია – “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და “ბროწეულის ფერი”, თუმცა მისი აზრით, ”ბროწეულის ფერი” არის ფილმი, რომელიც ცდება ჩვეულებრივი ფილმის ჩარჩოებს და ის სულ სხვა განზომილებას მიეკუთვნება.
