
“ეს ფოტო გადავიღე არქივში მოწყობილ გამოფენაზე “რეპრესიები საქართველოში”.
ისტორიის ფურცლები:
ზედა ფოტო ქვეყნდებოდა ხოლმე საბჭოთა პერიოდში და მიუთთებდნენ, რომ მასზე ვაჟაა სხვა მწერლებთან ერთად.
ქვემოთ კი ამ ფოტოს ორიგინალია, რომელზეც ვაჟას წინ მისი შვილი ლევანია, ის ბოლშევიკებმა დახვრიტეს ოციან წლებში. ოფიციალური ფოტოსთვის ლევანი, ვაჟას შვილი, რომლისთვისაც ხელი აქვს გადახვეული, გააქრეს! საზარელი ფოტოა.”


