სასტუმრო ქუთაისის მწერალთა სახლის ადგილას

კითხვის დრო: 2 წთ.

სასტუმრო ქუთაისის მწერალთა სახლის ადგილასგასულ ზაფხულს ქუთაისში მწერალთა სახლს ხანძარი გაუჩნდა. შენობა ამორტიზებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ მწერალთა სახლის ნაცვლად, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდება.

ისტორიის ფურცლები:

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივ პრესას დაუდასტურა:

“მწერალთა სახლი ამორტიზებულია, ამასთანავე არაერთხელ იყო საუბარი იქ არსებულ ანტისანიტარიაზე, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან შენობა, მოვიძიეთ ინვესტორი და ჩვენი პირობებით გაგვაქვს აუქციონზე – იქ არსებული უნიკალური ბაღი უნდა შენარჩუნდეს, მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის კი შეიქმნას გარემონტებული ფართი, თავისი დარბაზებით, რომ იქ შეხვედრები ჩატარდეს. პარალელურად კი აშენდება სასტუმრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის,” – განუცხადა შოთა მურღულიამ “ქუთაისი პოსტს”.

Artinfo.ge