
ისტორიის ფურცლები:
ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში დაგეგმილ საღამოში მონაწილეობა მიიღეს ვენაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი კაჩინსკიმ, ფლეიტისტმა თემურ ხარშილაძემ და სოპრანო მადინა კარბელმა.
მათ გია ყანჩელის შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და ტაძარში შეკრებილები ქართველი კომპოზიტორის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს.

