სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ისტორიის ფურცლები:
23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი.
საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.
