საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები სვეტლოგორსკში დააჯილდოვეს.
ქართველმა მან-სან-კანელებმა Голосящий КиВиН-ზე სპეციალურად მომზადებული მუსიკალური ნომერი წარადგინეს და დამსწრე აუდიტორიის, ჟიურის და წამყვანის ალექსანდრე მასლიაკოვის მოწონება დაიმსახურეს.
ისტორიის ფურცლები:
ყოველწლიურ ფესტივალში ქართველები სისტემატურად მონაწილეობენ, თუმცა ჯილდოს მფლობელები ამ დრომდე ვერ გახდნენ.
წელს საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებს გაუმართლა და Голосящий КиВиН-ის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ნომრისთვის პირადად ალექსანდრე მასლიაკოვისგან მიიღო.
