ანა კალანდაძის ლექსზე “საქართველო, ლამაზო!” შექმნილი სიმღერა ყველა თაობისთვის კარგად არის ცნობილი.
სიმღერა სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველასგან გამორჩეულია.
ისტორიის ფურცლები:
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო საღამოზე ამერიკიდან კონცერტზე სკაიპით ჩაერთო ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილი ნინი ხვედელიანი.
ბაღაშვილების ტრიოში შესრულებულ ვერსიას შეუძლებელია ცრემლების გარეშე მოუსმინოთ.
