დეკანოზი ილია ჭიღლაძე თიანეთის მახლობლად მდებარე ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს მიმართავს:
“ღვთისმშობლის სახელობის ძალიან საინტერესო სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მახლობლად.
ისტორიის ფურცლები:
სანამ ჩვიბიანის კოშკის ბედი გაუზიარებია… ბატონო ნიკა ანთიძე, გადავარჩინოთ…”
დეკანოზის მოწოდებას გამოეხმაურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და განაცხადა, რომ პროექტის მომზადება ახლო მომავალში დაიწყება.
