
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარე უნებართვო მშენებლობა მოინახულეს.
როგორც აღმოჩნდა, მესაკუთრეს ამ დროისთვის არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი მშენებლობის შესაბამისი ნებართვა, რომელიც გაცემული უნდა ყოფილიყო მცხეთის არქიტექტურის სამსახურის მიერ. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელს ადმინისტრაციული სამმართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა უკვე დააკისრა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჩაერთო საკითხის სამართელბლივ პროცესში იმ მიზნით, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში არ გაგრძელდეს მშენებლობა.

