
ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსეული თაობა“. ლიტერატურულ საღამოში „გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება“ მონაწილეობას მიიღებენ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის IX-XII კლასის მოსწავლეები.
ისტორიის ფურცლები:
ღონისძიებას დაესწრება ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ასევე სხვა მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილი ლიტერატურული საღამო 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

