სამებაში გამოფენა გაიხსნება

კითხვის დრო: 1 წთ.

სამებაში გამოფენა გაიხსნება19 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში თბილისის 145-ე და 112-ე საჯარო სკოლების სამხატვრო სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება 4-15 წლის ასაკის მოსწავლეების 100-მდე ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნამუშევარი. გამოიფინება პორტრეტები, ნატურმოტები, პეიზაჟები  და აბსტრაქცია.

ექსპოზიცია ეძღვნება გიორგობის დღესასწაულს და 21 ნოემბრამდე გაგრეძლდება.

Artinfo.ge