სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში

კითხვის დრო: 1 წთ.

უნიჭიერესი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ, მესამე სეზონშიც მიიწვიეს.

სპორტსმენების – მორაგბე ჯორდან ქონროისა და ფეხბურთელ პოლ ბროგანის შემდეგ, სალომეს მეწყვილე მომღერალი დევიდ ვილანია.

მათ პირველ საკონკურსო ტურში ცეკვა ტანგო შეასრულეს და ჟიურისგან 30-დან 23 ქულა დაიმსახურეს.

Artinfo.ge