სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად დაიღუპა

კითხვის დრო: 1 წთ.

სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად დაიღუპასაქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად დაიღუპა. 25 წლის გუგა მშვენიერაძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ის სოფელ ხადორის წყალსაცავში დაიხრჩო.

ინფორმაციას ამის შესახებ ნინო ანანიაშვილის მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს:

“ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი, უნიჭიერესი და სამაგალითო ადამიანი – გუგა მშვენიერაძე. რასაც არ ჰკიდებდა ხელს პროფესიის ჩათვლით, ყველაფერი ფანტასტიურად გამოსდიოდა – Iთ, პროგრამირება, დიზაინი… ერთეულებია საქართველოში, ვინც ასე იცოდა კლასიკური მუსიკა და ოპერა, ბალეტზე აღარ ვლაპარაკობ. ცრემლები გვახრჩობს.”

Artinfo.ge