საბავშვო ევროვიზია მალტამ მოიგო

კითხვის დრო: 1 წთ.

საბავშვო ევროვიზია მალტამ მოიგოსაბავშვო ევროვიზია 2015-ის გამარჯვებული მალტა გახდა. 13 წლის დესტინიმ უმაღლესი ქულები დაიმსახურა და კონკურსის ლიდერობაც შეინარჩუნა. მალტამ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი უკვე მეორედ მოიგო.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის საპრიზო ადგილებზე გასული სამეული ასე გამოიყურება: მალტა – 185 ქულა, სომხეთი – 176 ქულა და ბელარუსი – 112 ქულა.

საქართველოს წარმომადგენელმა წლევანდელ ევროვიზიაზე ჯგუფმა “ვირუსი” სიმღერით “გაბედე” 51 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

წელს საბავშვო ევროვიზიაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. დებიუტანტი იყო ავსტრალია, რომელმაც 64 ქულით მერვე ადგილი დაიკავა.

Artinfo.ge