ქუჩის მუსიკოსი საბა საფარელი დუმილს არღვევს და მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე საუბრობს:
“სიმწრით ვითმენ ამდენი ხანია და არ წამომცდენია სიტყვა მაგრამ…
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15 ივლისამდე არ იქნებაო
– ეს არაფერს არ ჰგავს!!!
შიმშილობისთვის გაგვწირეს ქუჩის მუსიკოსები.
ისტორიის ფურცლები:
მე ქირით ვცხოვრობ და ჩემთვის შეღავათი არავის გაუწევია, ვალდებული ვარ ვიხადო…
(ყოველი თვის 25 რიცხვში 300 ლარი)…
ხუთ სხვადასხვა ნომერზე გადამამისამართეს და საბოლოოდ არცერთ კატეგორიაში არ შედის ქუჩის მუსიკოსი..
ჩნდება კითხვა: მე თუ არ ვარ თვითდასაქმებული, მაშინ ვინ ვარ?!
მივმართავ მთავრობას, საკმარისია, დაგვინდეთ!
იქნებ ვინმეს გავახსენდეთ რომ ვარსებობთ!”
