
მხატვარს წარმატებები წლების განმავლობაში არ მოჰკლებია – მისი ნახატები იფინება მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საგამოფენო სივრცეებში, ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, იყიდება სოლიდურ ფასად…
ისტორიის ფურცლები:
რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებით XVIII საუკუნეში შექმნილი შვეიცარიული საათების მწარმოებელი ცნობილი კომპანია Jaguet Droz დაინტერესდა და ქართველი მხატვრის ნამუშევრებით გაფორმებული არაჩვეულებრივი საათებიც შეიქმნა.


