
“იები” ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც ნინო ქათამაძემ ისე იმღერა, მალევე გაჰიტდა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მერე უკვე იყო სხვა ცნობილი სიმღერები, მაგრამ მათგან გამოვარჩევდი “პაჩკა პაჩკა დოლარებს”. ეს სულ სხვანაირი სიმღერაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ორი რადიკალურად განსხვავებული სიმღერა მშვენივრად გაჰიტდა და გაიყიდა. მიმაჩნია, რომ როგორც კომპოზიტორმა “იებიც” გავყიდე და “პაჩკა პაჩკა დოლარებიც”.
რუსა გაჩერებას არ აპირებს და კიდევ არაერთი ლამაზი სიმღერის შექმნა აქვს გადაწყვეტილი.

