რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

კითხვის დრო: 1 წთ.

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძესრეჟისორი რეზო თაბუკაშვილი მსახიობ მედეა ჯაფარიძეს აღმერთებდა. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, მის საყვარელ ქალბატონს ეძღვნებოდა.

უილიამ შექსპირის სონეტების პირველ წიგნს ყდაზე რეზო თაბუკაშვილმა ასეთი წარწერა გაუკეთა:

„ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის.”