რეზო ლაღიძის სიმღერა “გულს რად მიკლავ” მომღერალმა მებო ნუცუბიძემ სულ სხვანაირად ააჟღერა.
პეტრე გრუზინსკის ლექსზე შექმნილი სიმღერა მომღერალმა თავისებური ინტერპრეტაციით ჩაწერა და მსმენელს შესთავაზა.
ისტორიის ფურცლები:
რეზო ლაღიძემ ეს სიმღერა შოთა მანაგაძის ფილმისთვის “საბუდარელი ჭაბუკი” დაწერა, რომელსაც ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები ასრულებდნენ.
60 წლის შემდეგ კი კომპოზიტორის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა მებო ნუცუბიძემ სრულიად ახლებურად წარმოადგინა.

