რეზო გაბრიაძე ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

კითხვის დრო: 1 წთ.

რეზო გაბრიაძე ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვესმწერალი, სცენარისტი, რეჟისოორი, მხატვარი რეზო გაბრიაძე ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.

საქართველოში მარიონეტების თეატრის დამაარსებელს ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, თეატრში დადგმულ სპექტაკლებს კი – მრავალი მაყურებელი.

რეზო გაბრიაძე ათობით ფილმის სცენარის ავტორია. მისი სცენარებით არის გადაღებული არაერთი ცნობილი ქართული ფილმი “არ დაიდარდო”, “შერეკილები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ფეოლა”, “ქვევრი”, “პეპელა”, “მიმინო”, “ქინ-ძა-ძა!”, “კუ! ქინ-ძა-ძა!”, “პასპორტი”…

82 წლის ხელოვანს ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია “საბა” გადაეცა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ფრანკფურტში გაიმართა.

Artinfo.ge