რეჟისორ რეზო ჩხეიძეზე ახალი ფილმი გადაიღეს. “რეზო ჩხეიძე – ცხოვრება კადრებიდან” – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომლის რეჟისორიც რუსუდან შაიშმელაშვილია.
ფილმი ასახავს დიდი ქართველი კინო-რეჟისორის რეზო ჩხეიძის ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომელიც საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია.
ისტორიის ფურცლები:
მისმა მოწაფემ, ფილმზე მუშაობა რეჟისორის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, კადრებში რეზო ჩხეიძე პირადად საუბრობს მისი ცხოვრების მნიშნელოვან მოვლენებზე.
ფილმის პრემიერა 10 ივლისს მუშტაიდის პარკში გაიმართება.
