ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დაახლოებით 4 თვეა გვირაბების ბოლო ნაწილი ჩაკეტილია.
სალომე კვარაცხელია:
“ვარძიაც თავზე გვენგრევა?
დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი ჩაკეტილია – უსაფრთხოების გამო.
4 თვეა, გადაღობეს უბრალოდ და შესაკეთებლად ხელი არავის გაუნძრევია!
არც კი მისულა არავინ, შესამოწმებლად.
გუშინ, სულაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უკან, სახიზართან დამხვდა ეს ბარიკადები – ჩვენივე უსაფრთხოების სახელით.

გამოვიცნობ: თვეები გავა და ასე იქნება ჩაკეტილი ეს გვირაბები, არავინ მივა შესამოწმებლად, შესაკეთებლად.
კომპლექსის 50% ვეღარ ნახულობ, ფაქტობრივად.

ვარძიის 50% ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ნეტავ, ამ დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რას მიკეთებს?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – წინა გვირაბზეც ახლა გაიგებთ, დარწმუნებული ვარ და ბარემ, ორივე ერთად რომ იცოდეთ!”

