ქუჩის თეატრის ყველა კოსტიუმი და რეკვიზიტი დაიწვა

კითხვის დრო: 1 წთ.

ქუჩის თეატრის დირექტორის ირაკლი ბიგვავას ინფორმაციით, ქუჩის თეატრის ყველა კოსტიუმი და რეკვიზიტი დაიწვა.

6 წლის განმავლობაში ნაგროვები კოსტიუმები და დეკორაციები გვიან ღამით გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა. ხანძრის გაჩენის მიზეზი თეატრის ხელმძღვანელობისთვის ამ დრომდე უცნობია.