ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ულოცავენ ქრისტიანები ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
პოეტმა აკაკი წერეთელმა აღდგომას საგანგებო ლექსი მიუძღვნა:
“მარიამ იაკობისა,
მარიამ მაგდალინელი
და მასთან ერთად სალომე,
ქრისტეს საფლავის მძებნელი
მოსულან ნელსაცხებლითა,
რათა სცხონ გვამსა დიდებულს,
მაგრამ შემკრთალან, რომ ხედვენ
დიდ ლოდსა გადაგორებულს.
ისტორიის ფურცლები:
მკვდარი არსადა სჩანს!.. და მარჯვნივ
ჭაბუკი ვინმე მდგომარე,
სპეტაკი შესამოსლითა,
ნათლითა მოსხივცისკარე,
მათ ეუბნება: „რად შეკრთით?
ანგელოზი ვარ მე მცველი.
აწ გიხაროდენ: ზე ადგა
იესო ნაზარეველი!“
მენელსაცხებლეთ აევსოთ
სიხარულითა მყის გული
და მიახარეს ქვეყანას:
„აღდგაო მკვდრეთით ჯვარცმული!
აღდგა, ვინც სისხლი დაჰთხია
ახალი რჯულის დვრიტასო!“
ცა და ქვეყანაც პასუხად
იძახის: „ჭეშმარიტადო!“
