შობის დღესასწაულზე სოციალურად დაუცველი 2 ათასი ბავშვი „ყინულის დედოფალს“ დაესწრო. პატარები წარმოდგენაზე პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად მიიწვია. მათ სპექტაკლს პატარა მაყურებლებთან ერთად უყურეს.
ისტორიის ფურცლები:
სპექტაკლის დაწყებამდე პრემიერმა და მისმა მეუღლემ სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს.
თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო და ზღაპრის გმირები – სპეციალურად ბავშვებისთვის „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო შეიქმნა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორებმა და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟებმა იზრუნეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
